Saturday, July 17, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი: რენტგენი – მტერი თუ მეგობარი?
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გერმანელი ფიზიკოსის ვილჰელმ რენტგენის ბიოგრაფიის შესახებ, რენტგენის სხივების მიღებაზე, მათ გამოყენებაზე, რენტგენის სხივების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტზე იმუშავებენ მეთერთმეტე და მეათე კლასის მოსწავლეები, სულ 20 მოსწავლე. პირველ ეტაპზე მოხდება შეხვედრა მოსწავლეებთან, გაეცნობიან პროექტის მიზნებს და ამოცანებს, მოსწავლეთა ფუნქციებს, მოხდება სხვადასხვა დეტალების დაზუსტება. შემდეგ დაიყოფიან ჯგუფებად და მოხდება სამუშაოს გადანაწილება. პირველი ჯგუფი– იმუშავებს მეცნიერის ბიოგრაფიის დამუშავებაზე, მეორე ჯგუფი-მოიძიებს მასალას რენტგენის სხივების მიღებასა და გამოყენებაზე, მესამე ჯგუფი-მოამზადებს ინფორმაციას რენტგენის სხივების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მეოთხე ჯგუფი-მოახდენს გამოკითხვას. გამოიკითხება ასი რესპოდენტი, სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა პროფესიის. გამოკითხვა მოხდება წინასწარ შერჩეული კითხვარით. კითხვარით მოხდება შემდეგი საკითხების გამოკვლევა:
ა. რესპოდენტის ინფორმირებულობა რენტგენის სხივების , მის მავნე და დადებით შედეგების შესახებ.
ბ. რესპოდენტის ინფორმირებულობა რენტგენის გამოყენების დროს ქცევის სტრატეგიის შესახებ.
გ. რესპოდენტის დამოკიდებულება რენტგენის სხივების გამოყენების საკითხისადმი.
მიღებული შედეგები დამუშავდება და მოხდება დიაგრამის სახით წარდგენა.
პროექტის შესრულების მომენტში მოსწავლეები თანამშრომლობენ მასწავლებელთან.
ბოლო ეტაპზე მოხდება შეხვედრა ყველა მოსწავლესთან, გაანალიზდება მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია და შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი. მუშაობის პროცესში მოხდება სურათების გადაღება, მოსწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს. პროექტის შესრულებისას მოსწავლეები გამოიყენებენ საოფისე პროგრამებს, ინტერნეტის სერვისებს.
4. მონაწილეთა ასაკი: 16 – 17 წელი
5. ხანგრძლივობა: ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გამოყენება ინტერნეტის დახმარებით, დისკუსია, პრეზენტაცია -PoverPoint-ის დახმარებით.
7. მოსალოდნელი შედეგები: ოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარ-ჩვევები, ისწავლიან თანამშრომლობას, დაეუფლებიან რესპოდენტთან ქცევის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს. გაათვითცნობიერებენ თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სასწავლო პროცესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
8. სამუშაო ენა: ქართული ენა
9. სარგებელი სხვებისათვის: მოხდება დემონსტრირება იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება ეფექტურს ხდის სწავლება/სწავლის პროცესს, მოსწავლეს კი მოტივირებულს და შემოქმედს. სხვა მოსწავლეები ისარგებლებენ შექმნილი ჟურნალით, მოხდება აზრთა გაცვლა და დამეგობრება.
10. საგნებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა , ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ბიოლოგია.
11. პროექტის ავტორი: ნონა თინიკაშვილი
12. ავტორის ელ. ფოსტა: ntinikashvili@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: ntinikashvili.blogspot.com